დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - რას ყვებიან მეზობლები

დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - რას ყვებიან მეზობლები

გლდანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეზობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, პირი, რომლის იარაღიც მის არასრულწლოვან შვილს გაუვარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, რასაც სუს-შიც ადასტურებენ. მეზობლების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 6 შვილი ჰყავს.

შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ იარაღი ერთ-ერთ არასრულწლოვან შვილს ეჭირა, მეორე კი მის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც გასროლა მოხდა. შემთხვევითმა ტყვიამ 21 წლის გოგონა იმსხვერპლა, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა. გოგონა სტუდენტი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის თბილისში ქირით ცხოვრობდა.

ტრაგიკული შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს