"ძალიან მიყვარხარ, დამელოდე" - გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, საფლავამდე საქმრომ მიაცილა

"ძალიან მიყვარხარ, დამელოდე" - გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, საფლავამდე საქმრომ მიაცილა

28 წლის მინა ბასარანი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, გუშინ დაკრძალეს. ბასარანი მეგობრებთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ქორწინების წინა წვეულება გამართა. გოგონები კერძო თვითმფრინავით საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, როდესაც კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, საფლავამდე ბასარანი მისმა საქმრომ, მურატ გეზერმა გააცილა.

"ჩემო ტკბილო ანგელოზო, ძალიან მიყვარხარ, დამელოდე," - დაწერა გეზერმა გარდაცვლილი საცოლესთვის.

გრანდიოზული ქორწილი 14 აპრილს უნდა გამართულიყო, სტამბოლში.

დუბაიში მასთან ერთად ექვსი მეგობარი გაემგზავრა. გოგონების უმეტესობას მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერა აქვს, რამდენიმე მათგანი ახალდაქორწინებული იყო.

მინა ბასარანი მამის კომპანიაში Basaran Holdings მუშაობდა.

ნახეთ ასევე : თურქი მილიონერის შვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ