სააკაშვილი - ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ

სააკაშვილი - ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ

მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ - მე უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცინიკური ადგილია და ყველას ყიდვა შეიძლება. მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან ის ყოველთვის ხელისუფლებაშია. დასავლელი ლიდერები იცვლებიან, ხოლო ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ხელისუფლებაშია. მას შეუძლია ჰქონდეს გრძელვადიანი გეგმები. გაიხსენეთ, ის არის ადამიანი, რომელიც შემპირდა, რომ ერთი ადგილით ჩამომკიდებდა. მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის ფაქტს.

იხილეთ ვიდეო: ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ - სააკაშვილი

„მე არ გამიკვირდა ის ამბავი, რაც სკრიპალთან დაკავშირებით მოხდა, ვინაიდან თავის დროს ლიტვინენკოს საქმეზე სათანადო რეაქცია არ იყო. ვფიქრობ, გარკვეული მიზეზების გამო რუსები ფიქრობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიდგომები რუსეთთან მიმართებაში უფრო რბილი იქნებოდა, ვიდრე ამერიკის. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ იგივე ტრამპის ამერიკაში ჩაიდინონ, ვინაიდან ამას შეიძლება მკაცრი რეაქცია მოჰყვეს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გასცა პასუხი ამ სიტუაციას ტერეზა მეიმ. მან გაითვალისწინა თავისი წინამორბედების შეცდომები. სტალინის დროიდან მოყოლებული ამგვარი ლიკვიდაციის ბრძანებებს მხოლოდ მთავარი ლიდერი იძლევა რუსეთში. სტალინი პირადად აწერდა ხელს სიკვდილით დასჯის ბრძანებებს, ხოლო პუტინი იმით ამაყობს, რომ სტალინისნაირი ლიდერია. ვერავინ გაბედავდა სკრიპალის მოშორებას პუტინის ბრძანების გარეშე. ასე მუშაობს ეს სისტემა რუსეთში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ”პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა”.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები