შსს ისანში სპეცოპერაციისას დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს ისანში სპეცოპერაციისას დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

ისანში სპეცოპერაციისას დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გრიგორ გრიგორიანი და მისი ძმა მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუბენ და გრიგორ გრიგორიანები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ.

”დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი რ.გ, და 1980 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გ.გ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან“ და მათი დავალებით მოქმედებდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს”, - აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი გუშინ დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ