"სუსტი ნერვების მქონეები ნუ ნახავთ..." - რას წერს გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე უკრაინელი ტურისტი

"სუსტი ნერვების მქონეები ნუ ნახავთ..." - რას წერს გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე უკრაინელი ტურისტი

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებული 10 ადამიანიდან რვამ მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.

სოციალურ ქსელში უცხოელი ტურისტები, რომლებიც შემზარავ შემთხვევას შეესწრნენ, კადრებს ავრცელებენ. ერთ-ერთი უკრაინელი მოთხილამურე პიოტრ კრიშოვი ავრცელებს კადრებს “საძელეს” საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან. კადრებში ტურისტების განწირული ყვირილის და გინების ხმები ისმის. კრიშოვი შემთხვევაზე წერს:

"კატასტროფა გუდაურში! გულგრილად შესრულებულმა სამუშაომ და შეცდომამ გამოიწვია ის რომ, საძელის საბაგიროზე სავარძლებმა უკუსვლით დაიწყო მოძრაობა. მრავალრიცხოვანი ტრავმები აქვთ დაშავებულებს, რომლებიც "ხორცსაკეპში" მოყვნენ გონდოლების შეჯახების გამო, მოტეხილობები აქვთ მათაც, რომლებიც შეჯახებამდე გადმოხტნენ სიმაღლიდან. საბაგიროს გაჩერება 1,5-2 წუთის შემდეგ მოხერხდა, მაშველები დაახლოებით 7-8 წუთში მოვიდნენ. დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევდა ყველა, ვინც საბაგიროს რიგში იდგა. სუსტი ნერვების მქონეები ამ ვიდეოს ნუ ნახავთ..." - წერს ოდესელი ტურისტი პიოტრ კრიშოვი ფეისბუქის პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს