უზბეკეთში ქორწილებსა და დღესასწაულებზე სტუმართა რაოდენობას კანონით განსაზღვრავენ

უზბეკეთში ქორწილებსა და დღესასწაულებზე სტუმართა რაოდენობას კანონით განსაზღვრავენ

უზბეკეთის პარლამენტი ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე სტუმართა რაოდენობის განსაზღვრას აპირებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ წერს.

დადგენილების პროექტი, რომელიც ქორწილების, საოჯახო დღესასწაულების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას დაარეგულირებს, უზბეკეთის პარლამენტის სენატმა მოამზადა.

დოკუმენტის ავტორები საოჯახო დღესასწაულების ხანგრძლივობისა და სტუმართა რაოდენობის დარეგულირების ინიციატივით გამოდიან. დადგენილების პროექტის თანახმად, ქორწილები და სხვა დღესასწაულები 10:00 საათიდან 23:00 საათამდე უნდა იმართებოდეს, ამასთან, სუფრებზე ფლავის შემოტანა კი მხოლოდ 12:00 საათიდან 15:00 საათამდე უნდა ხდებოდეს. ქორწილებში და სხვა დღესასწაულებში სტუმართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-ს, ფლავის შემოტანის პერიოდში კი - 200 ადამიანს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ