გერმანიის შს მინისტრი - ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის

გერმანიის შს მინისტრი - ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის

ისლამი არ არის გერმანიის ნაწილი, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰოსტ ზეეჰოფერმა დღეს, Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის ფორმირება ქრისტიანობის ქვეშ მოხდა, რომლის ნაწილიცაა საეკლესიო დღესასწაულები, აღდგომა და შობა.

„ჩვენთან მცხოვრები მუსლიმები, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაწილია“, - დაამატა მან და აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ მცდარად აღქმული ტაქტიკის გამო, საკუთარ ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. ზეეჰოფერმა ხაზი გაუსვა, რომ მუსლიმების გერმანიაში უფრო მეტად ინტეგრაციისთვის ისლამური კონფერენციის მოწვევის გეგმა აქვს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ისლამი გერმანიის ნაწილია. ასეთი აზრი პირველად გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა 2010 წელს დააფიქსირა.

2016 წლის გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 60% მიიჩნევს, რომ ისლამი გერმანიისთვის უცხოა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე