დაწესდება თუ არა საათობრივი პარკინგის გადასახადი - რას სთავაზობს თბილისის "გენგეგმაზე" მომუშავე ჯგუფი მერიას

დაწესდება თუ არა საათობრივი პარკინგის გადასახადი - რას სთავაზობს თბილისის "გენგეგმაზე" მომუშავე ჯგუფი მერიას

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს.

როგორც ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი - საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა მოხდეს. სალუქვაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრში გადასახადი გარეუბანში პარკირებისგან უნდა განსხვავდებოდეს.

"დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციის საგუძველზე მერიას შევთავაზეთ პარკირების საათობრივი საფასურის დაწესება. კარგად ვიცით, რომ ერთწლიანი პარკირების საფასური 50 ლარია და ავტომანქანის მფლობელს სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა გააჩერებს ავტომობილს. ეს არ მიგვაჩნია სწორად და არ არის ევროპული გამოცდილება, რადგან ქალაქებში არის ზონირება, ქალაქის ცენტრში სხვა ფასი ღირს ავტომობილის გაჩერება და გარეუბანში - სხვა. შეთავაზებული პროექტი კი გულისხმობს პარკირების ბალანსს და პარკირების ზონორებას. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პარკირების სტრატეგიაში, რაც არ გაგვაჩნია.

ცენტრში პარკირების საფასური ბევრად მეტი უნდა იყოს, გარეუბანში ნაკლები. ითვლება, რომ ქალაქის ცენტრში პარკირების 15% მაინც თავისუფალი უნდა იყოს, 85% დატვირთული, რაც ჩვენთან არ არის. ეს ევროპაში ნორმალური სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიად ითვლება. იმ შემთხვევაში თუ 85%-ზე მეტია ტარიფი, უნდა გადაიხედოს", - განაცხადა სალიქვაძემ. განაგრძეთ კითხვა

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს