დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარზე: "აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება"

დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარზე: "აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება"

გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უკმაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მომხდარშია დამნაშავე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში განაცხადა, სადაც დღეს მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჩავიდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, არის მაქსიმალური მობილიზაცია, მათ შორის, არის გამოძახებული ერთი ვერტმფრენი თბილისიდან, ერთი ვერტმფრენი გადმოდის ყაზბეგიდან.

„სამწუხაროდ, ყაზბეგის მხრიდან არის ცუდი საფრენი ამინდი და იმედი მაქვს, რომ პილოტს ნავიგაცია ამის გაკეთების უფლებას მისცემს. სრული მობილიზაცია გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა საბაგირო შემოწმებული, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბაგირო გზას შემოწმება დეკემბერის ბოლოს ჩაუტარდა ზუსტად ისე, როგორც უნდა ჩატარდებოდა, თუმცა ფაქტი მოხდა.

„ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უკმაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაშია დამნაშავე. ვიფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა კითხვაზე, ხომ არ იმოქმედებს გუდაურში მომხდარი შემთხვევა ტურისტულ სეზონზე, იპასუხა რომ, „არ უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ იმოქმედოს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები