მიხეილ ჩხენკელი - გვაქვს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის კონტრაქტი დაიდოს

მიხეილ ჩხენკელი - გვაქვს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის კონტრაქტი დაიდოს

გვაქვს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის კონტრაქტი დაიდოს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"სერიოზული პრობლემა არის ოჯახის. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. აქ ფსიქოლოგიური ასპექტიც არის ანუ თუ მშობელმა იცის, რომ გარკვეულ პრობლემასთან აქვს საქმე, მათ შორის ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეატყობინოს სკოლას და პირიქით, სკოლამ უნდა უთხრას მშობელს, რაღაცა „ისეთს“ ამჩნევ. საჭიროა გუნდური მუშაობა. რეალობა მძიმე გვაქვს. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, მინიმუმ 15 წუთი ესაუბრეთ თქვენს შვილებს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრს ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია იგეგმება. მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მომავალი თვის ბოლოს დასრულდება.

"მალე სამინისტროში ვგეგმავთ რეორგანიზაციას. ეს შეეხება მთლიანად სამინისტროს. ხარისხის ამაღლების კუთხით იქნება ოპტიმიზაცია. არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებშიც ხარისხის ამაღლების კუთხით საჭიროა ოპტიმიზაცია", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები