"ბიბლუსი" შენს სკოლაში - მოსწავლეებისთვის ახალი ლიტერატურული პროექტი  იწყება!

"ბიბლუსი" შენს სკოლაში - მოსწავლეებისთვის ახალი ლიტერატურული პროექტი  იწყება!

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალ პროექტს იწყებს! პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფი სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებსაც უყვართ კითხვა და ლიტერატურა. "ბიბლუსი" შენს სკოლაში", ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში, "ბიბლუსი" თავად ესტუმრება სკოლებს, შეხვდება სკოლის მოსწავლეებს, ჩაატარებს მინი ვიქტორინებს ლიტერატურაში, რაც განსაკუთრებით საზრიანი მოსწავლეების გამოვლენასა და მოტივაციას ემსახურება, ასევე იქნება ბევრი საჩუქარი, სიურპრიზები, სერთიფიკატები და ა.შ. ამავე შეხვედრაზე დააანონსებს "ბიბლუსი" მოსწავლეთა წიგნის კლუბის გახსნას, რომლის წევრებიც სწორედ ის ბავშვები გახდებიან, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ ლიტერატურულ ვიქტორინაში. "ბიბლუსი" წიგნის კლუბის წევრებისთვის კი პერიოდულად გამართავს შეხვედრებს ქართველ მწერლებთან, წიგნის განხილვის საღამოებს, კინოჩვენებებს და არაერთ საინტერესო აქტივობას.

"2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსისთვის" საიუბილეო წელია, ჩვენ 10 წლის ვხდებით და შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ახალი პროექტებით აღვნიშნავთ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კი არის "ბიბლუსი შენს სკოლაში", რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს, სკოლის მოსწავლეებს მოიცავს. ჩვენი პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და თავისუფალი აზრონვების განვითარებას. გვსურს, ბავშვებმა უფრო აქტიურად დაიწყონ წიგნის კითხვა და არ შემოიფარგლონ მხოლოდ კონკრეტული ტექსტების კითხვით, არამედ დაიწყონ ფიქრი წაკითხულზე და საკუთარი, ინდივიდუალური დასკვნების გამოტანა, რაც მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენი პროექტი ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება: სკოლებში ვიზიტი პრეზენტაციებითა და ლიტერატურული ვიქტორინით და წიგნის კლუბი, რომელშიც სწორედ ვიქტორინაში საუკეთესო ქულების მქონე ბავშვები გაწევრიანდებიან. მათთვის ბიბლუსი არაერთ საინტერესო აქტივობას დაგეგმვას და რაც მთავარია, ამ ბავშვებს თავად ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მსგავსი აქტივობების მოფიქრება/ ორგანიზებაში, რაშიც „ბიბლუსი“ სრულად დაეხმარებათ“ - პროექტის მენეჯერი, ანი ამირანაშვილი.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა 19 მარტს, თბილისის 151-ე საჯარო სკოლაში შედგება და ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლას მოიცავს.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა