"საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთის ქმედებები დავგმეთ, მაგრამ მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა - ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ"

"საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთის ქმედებები დავგმეთ, მაგრამ მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა - ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ"

სოლსბერში მომხდარი შემთხვევა მესიჯია მომავალი ორმაგი აგენტებისთვის, რომ თავს ვერსად იგრძნობენ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, რუსეთის ტაქტიკაა მოსინჯოს რეაქცია. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი სუსტია, ისინი განაგრძობენ ჩვეულ სტილში მოქმედებას. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ იყო ამის დაგმობა, მაგრამ მალევე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ“, - განაცხადა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლინას ლინკევიჩიუსი მოელის, რომ ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთი სრულ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისგან.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი