რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც გუდაურში საბაგირო მოაწყო და სად მდებარეობს ავარიის ადგილი

რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც გუდაურში საბაგირო მოაწყო და სად მდებარეობს ავარიის ადგილი

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ავარია გუდაურში საბაგირო "საძელეზე", დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.

საძელე გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე ყველაზე მაღალი წერტილია და ზღვის დონიდან 3279 მეტრზე მდებარეობს. როგორც ცნობილია, საძელეს საბაგირო იშვიათადაა ჩართული, რადგან ტერიტორიაზე ხშირია ზვავსაშიშროების საფრთხე.

ფოტოზე ისრით აღნიშნულია ავარიის ადგილი

რაც შეეხება თავად საბაგიროს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის "Doppelmayr"-ის მიერ არის დამონტაჟებული. ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია The Doppelmayr/Garaventa Group საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელია. იგი 1892 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს 92 ქვეყანაში 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული, ფილიალები კი მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს.

„კომპანია ორიენტირებულია მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, The Doppelmayr/Garaventa Group-ის შემკვეთები თანამედროვე და უსაფრთხო საბაგიროებს იღებენ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე.

რაც შეეხება საქართველოს, The Doppelmayr/Garaventa Group ჩვენს ქვეყანაში 2011 წელს შემოვიდა და მას შემდეგ, წლების განმავლობაში გუდაურის საბაგირო გზის ტექნიკურ შემოწმებას და რეაბილიტაციას ახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ