ვინ არიან და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ცოლები

ვინ არიან და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ცოლები

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი მეორე ნახევრები. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყველას აინტერესებს. ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან ან იყვნენ დაქორწინებულები.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

"ფეისბუქის" 32 წლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებული მარკ ცუკერბერკი დაახლოებით 44 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგი 2012 წელს პრისცილა ჩანზე დაქორწინდა. მეუღლის მსგავსად ჩანმაც ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 2008-2012 წლებში სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში პედიატრიას სწავლობდა. 2015 წელს კი მისი პედიატრიული რეზიდენცია გაიხსნა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალი და პრინცესა ამერა ალ-ტაველი

პრინცი 17 მილიარდი დოლარის მფლობელია. საუდის არაბეთის პირველი მეფის შვილიშვილი ბიზნესმენი და ინვესტორია. 2015 წელს „ფორბსის“ მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 41-ე ადგილზე მოხვდა. ის თავის მესამე ცოლს ამერას მაშინ შეხვდა, როცა ის 18 წლის იყო. ამერა ცნობილია როგორც აქტივისტი და ქალთა უფლებების დამცველი. მას სურს, რომ პირველი ქალი იყოს, რომელიც მანქანის მართვის უფლებას მოიპოვებს. მისმა საჯარო განცხადებებმა, ქმრის ძმის პრინცი ხალიდის გაღიზიანება გამოიწვია. ხალიდი თავის ძმას აფრთხილებდა, რომ გაეკონტროლებინა ცოლი. წყვილი 2013 წელს ერთმანეთს დაშორდა.

ევან სპიგელი და მირანდა კერი

27 წლის ევან სპიგელი უკვე 4.3 მილიარდის მფლობელია. „სნაპჩატის“ დამფუძნებელმა ივან სპიგელმა წარმატებას ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მან 33 წლის ვიქტორია სეკრეტის მოდელ მირანდა კერისთან შეხვედრა 2015 წელს დაიწყო და ისინი მალევე დაინიშნენ. 2017 წელს კი დაქორწინდნენ.

ბრაიან ჩესკი და ელიზა პატელი

Airbnb-ის დამფუძნებელმა ბრაიან ჩესკიმ 10 წლის განმავლობაში 3.3 მილიარდი დოლარის მოგროვება შეძლო. 2007 წელს დიზაინის როდოს სკოლის დამთავრების შემდეგ ბრაიანი უმუშევარი იყო, როდესაც ელიზა პატელს შეხვდა. ახალგაზრდები იოგაზე ერთად დადიან და ვიქენდსაც ერთად ატარებენ...განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"