რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას. მიუხედავად გუშინდელი ინციდენტისა მათი უმეტესი ნაწილი კურორტზე რჩება. ამ დროისთვის ყველა სათხილამური ტრასა, გარდა დაზიანებული საბაგირო მონაკვეთისა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. დილიდან იქ მოთხილამურეები და მოყვარულები სრიალებენ. ადგილზე არიან ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

"პირადად მე ჩამოვიარე ყველა სასტუმრო, სადაც ტურისტები იმყოფებიან, შევხვდი მათ, ავუხსენი არსებული სიტუაცია და ადეკვატური რეაქცია აქვთ. ძალიან სწორედ მიუდგნენ ყველაფერს და არანაირი პანიკის მსგავსი რამ არ ყოფილა. საღამოს სრიალი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა ტრასაზე იმ ერთი ტრასის გარდა, რომელიც მომხდარის გამო დავკეტეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა.

ნახეთ ვიდეოკადრები

როგორც ცნობილია, გუდაურში დღეს კომპანია "დოპელმაიერის" გაემგზავრებიან და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. "დოპელმაიერი" ის კომპანიაა, რომელმაც უზრუნველყო გუდაურში საბაგიროს მშენებლობა, რაც გუშინ მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობაც, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ავსტრიული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიადაა მიჩნეული.

16 მარტს გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალქეები. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები, მათ შორის ორსული ქალბატონი, რომელიც შვედეთის მოქალაქეა, სამკურნალოდ თბილისში რეანომობილებით და ვერტმფრენით გადმოიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ