გუდაურში დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება

გუდაურში დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება

შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არაა, - ამის შესახებ "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განაცხადა. გოცაძემ პაციენტის დაზიანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აქვს.

"გუდაურიდან გუშინ გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნება, შესაძლებელი გახდება მისი ბინაზე გაწერა და თავის ქვეყანაში ტრანსპორტირება. ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ