"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი გულშემატკივრებს მიმართავს

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი გულშემატკივრებს მიმართავს

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, გულშემატკივრებს მოუწოდა, "დინამო არენაზე" საქართველო-რუმინეთის ხვალინდელ მატჩზე მივიდნენ და მორაგბეებთან ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი. ამის შესახებ გიორგი ნემსაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობ, ეს უკვე დიდი მოტივაციაა, მაგრამ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით ძალას გვმატებს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ შეავსონ "დინამო არენა" და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი", - განაცხადა ნემსაძემ.

ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. „ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ. 2 წლის წინ რუმინეთი "დინამო არენაზე" ლამაზ სტილში დავამარცხეთ, თუმცა მაშინდელი და ახლანდელი მიზნები განსხვავებულია. ხვალ ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის დაბრუნებაა”, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, "დინამო არენაზე" რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალური მატჩს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 16:00 საათზე დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი