ვისი ინიციატივით შედგა პატრიარქისა და ნიკა გვარამიას შეხვედრა - საპატრიარქოსა და გვარამიას განცხადებები

ვისი ინიციატივით შედგა პატრიარქისა და ნიკა გვარამიას შეხვედრა - საპატრიარქოსა და გვარამიას განცხადებები

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ნიკა გვარამიას ინიციატივით შედგა და არა პატრიარქის თხოვნით.

განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად ავრცელებს:

"ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და „შაბათის კურიერის“ „პრომოშიც“ განმეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ.გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

P.S. თუ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ პატრიარქთან მისი შეხვედრა "ორმხრივი სურვილი" იყო. როგორც "შაბათის კურიერში" საუბრისას ნიკა გვარამიამ განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრამდე მან საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე მღვდელმთავარი ნახა, რომელთა ნაწილსაც, მის დანახვაზე "მძიმე და ცუდი რეაქცია" ჰქონდა.

"მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა ჩემი მოთხოვნით, კონკრეტული სამღვდელო პირის შუამავლობით. ჯერ ერთი, მე არსად არ მითქვამს, რომ "პატრიარქმა დამიბარა". ეს იყო საერთო სურვილი. მე არავისთვის არ მითხოვია, გინდა თუ არა უნდა მიმიღოთ-ქო. ყოველთვის მზად ვარ პატრიარქთან შესახვედრად და იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე მას შეხვედრა, იყო შემთხვევები როცა საპატრიარქოში მიბარებდნენ - ასე ვთქვათ, მთხოვდნენ მისვლას - დაბარება ცუდი სიტყვაა. თუმცა, მე პატრიარქის მრევლი ვარ და ამიტომ, მის მიერ საპატრიარქოში მიწვევა დიდი პატივია და არასდროს იქ მისვლის პრობლემა არ მქონია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"პატრიარქს ვუთხარი, რომ ვაპირებდი პრეზიდენტთან მისვლას და საუბარს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, მან მკითხა, რომ "ხომ არ იცი, ამდენი ხანი რატომ არ არის შეწყალებული დეკანოზი". ვუთხარი, რომ არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ვაპირებდი ამაზე საუბარს პრეზიდენტთან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ