რა მდგომარეობაში არიან გუდაურში დაშავებული ტურისტები

რა მდგომარეობაში არიან გუდაურში დაშავებული ტურისტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პაციენტები და მათი ახლობლები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა მოინახულა. უწყების ცნობით, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში კვლავ დაბრუნდებიან, ერთ-ერთი დაშავებული ტურისტი კი, ოჯახთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულის სეზონზე გეგმავს.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში - 5, ხოლო „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ 1 პაციენტი იმყოფება. 1 პაციენტი - დღეს, ხოლო ერთიც ორშაბათს გაეწერება. პალატაშია გადაყვანილი უკრაინელი ტურისტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ვიდეო: როგორია გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი ღუდუშაურის კლინიკიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ