რუსეთის ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია

რუსეთის ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა.

პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

„მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის“, - განაცხადა პუტინმა.

მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე