თურქეთიდან კარტოფილი დროებით აღარ შემოვა - განკარგულებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა

თურქეთიდან კარტოფილი დროებით აღარ შემოვა - განკარგულებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

„ეს არის დროებითი, 3-თვიანი ღონისძიება. მიზეზი კი არის ის, რომ კარტოფილის კიბო არ გავრცელდეს საქართველოში“, - განაცხადეს სურსათის უვნებლობის სამსახურში. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო