"ბევრი რამ ამოტივტივდება. მე ამას პატარა ტერაქტს დავარქმევდი" - ლელა კაკულია გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შესახებ

"ბევრი რამ ამოტივტივდება. მე ამას პატარა ტერაქტს დავარქმევდი" - ლელა კაკულია გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შესახებ

გუდაურში, 16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 8 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი ქვეყნდება, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

"ქალბატონი ლელა კაკულია გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შესახებ: "ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ გუდაურთან დაკავშირებით: ამას ექსპერტები და [შესაბამისი] სტრუქტურები შეისწავლიან. იქ არ არის ისეთი დარღვევა, რასაც ჰქვია გაუმართაობა. ბევრი რამ ამოტივტივდება. მე ამას პატარა ტერაქტს დავარქმევდი, იმიტომ რომ ასე ვხედავ.

მაგრამ მომავალში გუდაური ყველაზე საყვარელი ადგილი იქნება ევროპისთვის, ამერიკისთვის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის და ყველასთვის!

ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, რომლებსაც შური ახრჩობთ საქართველოს მიღწევების გამო, არაფერი გამოუვათ. ეს ასეა!".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს