რა სიახლე გელით წელს ზღვის კურორტებზე - მაშველები პატრულირებას დრონებითაც განახორციელებენ

რა სიახლე გელით წელს ზღვის კურორტებზე - მაშველები პატრულირებას დრონებითაც განახორციელებენ

ზაფხულში სამაშველო სამსახური საზღვაო კურორტებზე მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიები სამაშველო ჯგუფების აღჭურვაში უკვე წელსვე გამოჩნდება.

„მიმდინარეობს სამაშველო ჯგუფებისთვის აღჭურვილობის კუთხით მუშაობა. მოგეხსენებათ, მთასა თუ ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრ ტურისტს ველოდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სამაშველო ჯგუფებმა არამარტო ტრადიციული მეთოდები გამოიყენონ მუშაობაში, არამედ წელს პირველად გამოჩნდება მათ სარგებლობაში დრონები, რომლის საშუალებითაც ზღვისპირეთში ვითარების მონიტორინგი უფრო ეფექტურად მოხდება. გარდა ამისა, საუბარია თანამედროვე აღჭურვილობის საჭიროებაზე, იგივე სამთო-სამაშველოებისთვის თოვლმავალებზე, თხილამურებსა და სპეციალურ ეკიპირებაზე. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური სამთო-სამაშველო დანაყოფები უნდა გვყავდეს, რათა ხელი შევუწყოთ სამთო ტურიზმს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ