ვერტმფრენი, რომელიც ფრენას სტეფანწმინდაში ახორციელებდა, დაფრენისას დაზიანდა

ვერტმფრენი, რომელიც ფრენას სტეფანწმინდაში ახორციელებდა, დაფრენისას დაზიანდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

“მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი კარგადაა და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია