რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ

რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ

დაბადება, ხმელეთი, ჰაერი, წყალი, ადამიანი - ეს დიდი ენციკლოპედია "დედამიწის" 5 ტომია. სერია ყველა იმ ფუნდამენტური საკითხის ერთობლიობაა, რომლითაც ცოცხლობს ჩვენი პლანეტა დაბადებიდან დღემდე. ენციკლოპედია თემების მიხედვით 5 წიგნად არის დაყოფილი და თითოეულზე სიღრმისეულ ანალიზსა და ამომწურავ ინფორმაციას გვთავაზობს.

ენციკლოპედია გამომცემლობა "პალიტრა L-მა" მოამზადა და მკითხველი მის შეძენას 16 აპრილიდან ეტოპრივად შეძლებს. პროექტის მენეჯერის ანი თოდრიას განმარტებით, წიგნებში მკითხველი უხვად იპოვის როგორც დედამიწისა და მისი წარსულის შესახებ ინფორმაციას, ისე ვიზუალურად მიმზიდველ უამრავ სურათს.

"იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილებოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა − ახლა ჩვენი პლანეტა მატერიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს „საზღვრები“ კიდევ უფრო „გაფართოვდა“. სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრულობაში? სამყაროს გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შაიცვალა მასზე „დაბადებიდან“ დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი - ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს სერია დიდი ენციკლოპედია დედამიწა გაგცემთ, რომელიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომი აპრილიდან იქნება. თვეში სერიის 2 წიგნი გამოვა. ამ შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნით, ნამდვილად საუკეთესო კოლექციას შექმნით," - განმარტავს ანი თოდრია.

წიგნი 1 "დაბადება" − მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა და ფართოვდებოდა სამყარო 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ გადაეცა დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე, რომელსაც ჩვენი პლანეტა დღემდე „ინახავს“;

წიგნი 2 "ხმელეთი" – გვიყვება, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი;

წიგნი 3 "ჰაერი" - მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები;

წიგნი 4 "წყალი" − ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე;

წიგნი 5 "ადამიანი" − მოგვითხრობს, როგორია დედამიწისადმი ჩვენი დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები.

სერია გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად გაიყიდება. წიგნის სპეციალური ფასი 18.5 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 20 ლარი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა