შემზარავი ფაქტი ტყიბულში - ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

შემზარავი ფაქტი ტყიბულში - ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, საიდანაც ის თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით“, - აცხადებენ შსს-ში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო