"ზვიადს ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, თუმცა არ ვიცოდით, რომ ძალადობდა" - ბაია პატარაია დევდარიანის საქმეს ეხმიანება

"ზვიადს ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, თუმცა არ ვიცოდით, რომ ძალადობდა" - ბაია პატარაია დევდარიანის საქმეს ეხმიანება

ზვიად დევდარიანის საქმეზე, გარდა სექსუალური შევიწროებისა, სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება, ამის შესახებ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია "ფეისბუქზე" წერს.

"მინდა ყველამ გაიგოს, რომ უმეტესობა ჩვენგანი ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება; მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები.

გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია საზმაუს ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით.

ქალებო, ამოიღეთ ხმა, თქვენ არა ხართ მარტო!" - წერს პატარაია.

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარა 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

რას წერს გოგონა ფოტოდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა - "ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი მიწიდან"

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?