"რუსთავი 2"-ის შენობასთან ხმაურია - "ქართული მარშის" წევრები P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

"რუსთავი 2"-ის შენობასთან ხმაურია - "ქართული მარშის" წევრები P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან ხმაურია. ტელეკომპანიასთან აქციას „ქართული მარშის“ წევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. ადგილზე რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ არხის ერთ-ერთ წამყვან, გიორგი გაბუნიას, რომლის ავტომობილსაც წინ გადაუდგნენ. ისინი წამყვანისგან და არხის ხელმძღვანელობისგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

“ქართული მარში” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქციას გიორგი გაბუნიას ეთერში ხუმრობის გამო მართავენ.

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები