"ეს კვირა კოსმოსიდან წამოსული არცთუ იოლი ენერგეტიკით გამოირჩევა" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

"ეს კვირა კოსმოსიდან წამოსული არცთუ იოლი ენერგეტიკით გამოირჩევა" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ეს კვირა კოსმოსიდან წამოსული არცთუ იოლი ენერგეტიკით გამოირჩევა. თუმცა თუ ჭკვიანურად მივუდგებით, დაძაბული ასპექტებიც კი შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

20 მარტიდან ირთვება ვენერა-პლუტონის კვადრატი. საკმაოდ ნეგატიური ასპექტია, ამიტომ არ შემიძლია, არ გაგაფრთხილოთ. ეს ასპექტი რისკებისა და ხიფათის მოყვარულებს უადგილო თვგადასავლებისაკენ უბიძგებს. პრობლემები მოსალოდნელია საქმიან სფეროშიც და პირად ურთიერთობებშიც. ვენერა ხომ ორივე მიმართულებას კურირებს. ინტრიგები, ჯარიმები, გაქურდვა, გამოძალვის მცდელობები, საერთო ფინანსებთან დაკავშირებული გაუგებრობები და უთანხმოებები - არასახარბიელო მომენტია საგადასახადო, სადაზღვევო საკითხების, აგრეთვე ალიმენტთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. ნუ ისესხებთ და ნუ გაასესხებთამ დღეებში ფულს. ნუ აიღებთ კრედიტებს. ეს საქმიან სფეროს რაც შეეხება.

პირადის კუთხით უფრო იოლადაა საქმე, ვინაიდან კრიზისი ძირითადად დრომოჭმულ ურთიერთობებს უფრო შეეხება. ოჯახურმა საქმეებმა შესაძლოა ჩვენგან რაღაც მსხვერპლზე, ან კომპრომისზე წასვლა მოითხოვონ. არაა გამორიცხილი ეჭვიანობის სცენები. ასპექტი ზუსტი გახდება 24-ში, ამიტომ ეს დღე სავარაუდოდ ყველაზე რთული იქნება ამ მხრივ. შემდეგ კი დაიწყებს დაშლას. საბოლოო გავლენას ის 28 მარტს ამოწურავს.

20-25 რიცხვებში მზისა და მარსის კვადრატი თავის პიკს მიაღწევს, ეს კი მოასწავებს მომეტებულ ამბიციურობას და იმპულსურობას, დაუფიქრებლობას გადაწყვეტილებების მიღების დროს და ტენდენციებს გადაჭარბებული რისკებისაკენ, ავანტურებისაკენ. ჩნდება აუცილებლობა მოვასწროთ და მოვაგვაროთ უამრავი საქმე ძალზე მოკლე დროში, თუმცა მიუხედავად ჩვენი ინტენსიური აქტივობისა შესაძლოა რომ რეზულტატები ძალიან დაბალი აღმოჩნდეს. ამის გამო, შესაძლოა თავი იჩინოს გაღიზიანებულობამ, სიფიცხემ და თავშეუკავებელობამ. გარდა ამისა, ადამიანებში ამ პერიოდში მატულობს ეგოიზმი და საკუთარი ნების სხვებზე თავსმოხვევის სურვილი.მოერიდეთ აგრესიის გამოჩენას. ვინაიდან ამან შესაძლოა ფიზიკურ დაზიანებებამდე მიგიყვანოთ.

თუ გვსურს პრობლემები დავძლიოთ, უნდა უფრო მეტი აქცენტი საკუთარი თავის კონტროლზე და დიპლომატიაზე ავიღოთ. ამ პერიოდში ასევე არაა გამორიცხული საწარმოო და საყოფაცხოვრებო ტრამვების მიღების ალბათობაც. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლთან, მჭრელ საგნებთან და ინსტრუმენტებთან. ქალებისათვის ეს დღეები საშიშია სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით, ამიტომ მოერიდეთ გვინ ღამით სიარულს, მითუმეტეს არახალხმრავალ ადგილებში.

როგორც ხედავთ, არცთუ იოლი დღეები გველის წინ, თუმცა ყველაფერი ამის შედარებით მშვიდობიანად გადატანის საშუალებას მოგვცემს ამ დაძაბული ენერგეტიკის შემოქმედებით აქტიობებში გახარჯვა. მხოლოდ ისე რომ ამან არ გამოიწვიოს გადაჭარბებული ფიზიკური გადატვირთვა, რასაც შესაძლოა ორგანიზმის გამოფიტვა მოჰყვეს.

ეს საკმაოდ საშიში პერიოდია გაციებებისთვის, მაღალი სიცხეებისთვის და ასევე ინფარქტებისა და ინსულტების თვალსაზრისითაც. ამიტომ ვისაც გული ან მაღალი წნევები აწუხებთ, სჯობს მიიღონ პრევენციული ზომები.

ეს ასპექტები ყველაზე მეტ გავლენას იქონიებს მზით ვერძებზე და თხის რქებზე. აგრეთვე მათზე, ვენერა ვერძებზე და მარს-თხის რქებზე".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ