ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"

ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"

"რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს" - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან დღეს "რუსთავი 2"-თან მომხდარი აქციისა და ტელევიზიის წარმომადგენლებზე თავდასხმის სწრაფი გამოძიება მოითხოვა შესაბამისი ორგანოებისგან.

"არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს, ვიცი გრძნობებიც უნებლიედ შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ იყვნენ, არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. დღეს რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო...

ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა ეს სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანულს და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული" - განაცხადა გვარამიამ.

ნახეთ ვიდეო

მან მადლობა გადაუხადა საპატრულო სამსახურს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთო მდგომარეობაში და "საკმაოდ გაუჭირდა სიტუაციის ლოკალიზება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მოხერხდა".

"თუმცა შსს-დან რეგირებას ჩვენ სრულყოფილად არ ჩავთვლით, თუ ეს ადამიანები არ მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არ იქნებიან დროზე იზოლირებული საზოგადოებისგან", - განაცხადა გვარაიამ.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

მისივე თქმით, "რუსთავი 2" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს.

"ჩვენი ტელევიზია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, არა მარტო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2“-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თავიდან ერთი ღერი თმის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკითხს და ჩვენ და საზოგადოებას დაუდასტურონ, რომ ეს ძალა ხელისუფლების მხრიდან არ არის მართული. თუ ისინი უმკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ და არ მოხდა მათი იზოლაცია საზოგადოებიდან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, “ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ