ავტორი:

შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულში მამაკაცის მიერ მეზობლის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოფელ მუხურაში დამწვარი მამაკაცის ახლობლები და მეზობლები ბრალდებულის, თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ.

ადგილობრივები Ambebi.ge-სთან საუბრისას ჰყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ბრალდებულის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა თხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭიგარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ბიჭი ტრაქტორის მართვის მომენტში გულის შეტევით დაიღუპა.

მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა. მათ შორის პერმანენტულად იყო კონფლიქტი. სოფელ მუხურაში მცხოვრები ვაჟა კილაძის თქმით, გუშინ საღამოს დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც თამაზ ქურციკიძე ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ.

დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. იგი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს