ავტორი:

ამერიკაში, შესაძლოა, ნარკომოვაჭრეები სიკვდილით დასაჯონ

ამერიკაში, შესაძლოა, ნარკომოვაჭრეები სიკვდილით დასაჯონ

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯაზე საუბრობს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორი, ენდრიუ ბრემბერგი აცხადებს.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ეცდება არსებული კანონმდებლობით ბრალდებული ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა გამოიყენოს.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია მოუწოდებს კონგრესს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სავალდებულო მინიმალური ჯარიმების გამოყენებას ხელი შეუწყოს.

თეთრი სახლის კონსულტანტის კელიან კონვეის აზრით, ტრამპი აპირებს, სამი წლის განმავლობაში იმ პრეპარატების რაოდენობა შემაციროს, რომელიც შესაძლოა ფსიქოტროპულ ნივთიერებად იყოს გამოყენებული.

2017 წლის ოქტომბერში ტრამპმა ამერიკაში არსებული ოპიატების გავრცელების თვალსაზრისით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ "ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მძიმეა". მისივე შეფასებით, "ქვეყანაში ნარკოტიკული კრიზისია, რაც ეროვნული სირცხვილი და ადამიანის ტრაგედიაა და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს".

"გასული წლის ბოლოს, ამერიკაში გამოქვეყნდა 2016 წლის განმავლობაში ე.წ. ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც 63 600-ს აღემატება. ეს კი, გასულ წლებთან შედარებით, 21 %-ით მეტია", - წერს Sky News-ი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საგანგაშოა ის, რომ დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა. "პროცენტული მაჩვენებლის ზრდა, დიდ წილად აფრიკაში გავრცელებულ შიდსს და სირიასა და ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმდებებს უკავშირდება..." - წერს ამერიკელი პროფესორი მეჯი ეზატი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში ნარკომანიის ეპიდემიამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ამის მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე