ბორის კაკუბავა ჟურნალისტებს - "დედა არ მაგინებინოთ, მომშორდით"

ბორის კაკუბავა ჟურნალისტებს - "დედა არ მაგინებინოთ, მომშორდით"

შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ყოფილი დეპუტატის ბორის კაკუბავას გამოკითხვა დასრულდა. კაკუბავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შეკითხვებს პასუხობდა.

გამოკითხვაზე მისი დაბარების საფუძველი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადება გახდა, რომელმაც კაკუბავას საჯარო განცხადებებზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბორის კაკუბავამ კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს გინებით დაემუქრა. "დედა არ მაგინებინოთ, მომშორდით", - მიმართა კაკუბავამ ჟურნალისტებს.

ნახეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებისთვის სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით ზაზა სარალიძემ პროკურატურას გასულ კვირას მიმართა. ბორის კაკუბავამ "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას, რასაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს