ციხელაშვილი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხვალ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადმოსცემენ

ციხელაშვილი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხვალ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადმოსცემენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხვალ, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გადმოსცემს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რომ პროცესები უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

"ჩვენი მუშაობა მიდის იქით, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. მე ვერ დავაზუსტებ ნამდვილად საუბარია ხვალ თუ სხვა რომელიმე დღეზე, მაგრამ ბუნებრივია აქეთ მიდის მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვენება", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ დღის ბოლომდე გადასცემენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს