სად ხდება ყველაზე მეტი ავარია თბილისში - შსს-ს უახლესი მონაცემები

სად ხდება ყველაზე მეტი ავარია თბილისში - შსს-ს უახლესი მონაცემები

თბილისში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2017-2018 წელს კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ Allnews.ge-ს მიაწოდა.

უწყების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს, კახეთის გზატკეცილზე 21 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი ამავე მონაკვეთზე 113 შემთხვევა მოხდა.

რაც შეეხება აღმაშენებლის ხეივანს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა აქ 14-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 81-ს.

წერეთლის გამზირზე წელს 12, ხოლო 2017 წელს 72 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

რაც შეეხება სხვა ქუჩებს, 2018 წელს ბელიაშვილის ქუჩაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო გასულ წელს 42 მოხდა, მარჯვენა სანაპიროზეც წელს 9, ხოლო გასულ წელს 73 შემთხვევა მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები სხვა ქუჩებთან შედარებით ასევე ხშირად ხდება გურამიშვილის გამზირზე, სადაც წელს 8, ხოლო 2017 წელს 65 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს ცნობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში სულ 440, ხოლო 2017 წელს 2 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ