მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა

მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა

"ფეისბუქის" აქციები 19 მარტს 8%-ით გაიაფდა, მიზეზი კი ბრიტანული კომპანიის Cambridge Analytica გარშემო ატეხილი სკანდალი გახდა. კომპანია საკუთარი მიზნებისთვის სოციალური ქსელების 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინფორმაციას იყენებდა. შედეგად მარკ ცუკერბერგის აქციების ღირებულება 6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

დანაკარგის მიუხედავად, ცუკერბერგმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. მისი ქონება 68.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასზე მდიდრები არიან Amazon.com-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსი და Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი.

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქმა" კომპანია "კემბრიჯ ანალიტიკა", რომელიც მონაცემების ანალიზს აკეთებს, 50 მლნ-ზე მეტი ადამიანის პირადი მონაცემების მითვისებაში დაადანაშაულა.

2016 წელს კომპანია თანამშრომლობდა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შტაბთან. პირადი მონაცემების მითვისების საშუალებით მათ შეძლეს, დაემუშავებინათ ეფექტიანი ტექნოლოგიები ტრამპის კამპანიისთვის.

მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურამ "კემბრიჯ ანალიტიკას" საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

რამდენიმე წლის წინ "კემბრიჯ ანალიტიკამ" გამოიყენა "ფეისბუქის" აპლიკაცია, რომელიც სთავაზობდა მომხმარებლებს მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენას. აპლიკაცია 270 ათასამდე ადამიანმა გამოიყენა, რითაც საკუთარი ინფორმაციაზე კომპანიას წვდომა მისცა.

მოგვიანებით, "კემბრიჯ ანალიტიკამ" მიღებული ინფორმაცია გაანადგურა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ განადგურდა მხოლოდ ნაწილი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომპანიამ ელექტორატის დიდი ნაწილის მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე