ტურპინები თავს კარგად გრძნობენ და ერთმანეთს "სკაიპით" ეკონტაქტებიან - ბავშვების ცხოვრება გათავისუფლების შემდეგ

ტურპინები თავს კარგად გრძნობენ და ერთმანეთს "სკაიპით" ეკონტაქტებიან - ბავშვების ცხოვრება გათავისუფლების შემდეგ

დევიდ და ლუიზ ტურპინების 13 შვილი თავისუფლებით ტკბება. CNN-ის ინფორმაციით, ისინი სამ სხვადასხვა სახლში არიან გადანაწილებული.

ბავშვები, რომლებიც მშობლებს სახლში წლების მანძილზე ჰყავდათ დატყვევებული, საავადმყოფოდან გამოწერეს და თავს კარგად გრძნობენ.

მათგან ექვსი მცირეწლოვანია, შვიდი კი - ზრდასრული.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მარკ აფერის თქმით, ორი თვის განმავლობაში ბავშვები მედპერსონალს ძალიან შეეჩვივნენ და განშორება ყველასთვის რთული აღმოჩნდა.

"იმედი გვაქვს, შეიძენენ ახალ უნარებს, შეძლებენ იყიდონ პროდუქტი, მოამზადონ საჭმელი. იმის მიუხედავად, რაც გადახდათ, მათ შეუძლიათ სიყვარული და იმ ადამიანების ნდობა, ვინც მათ თბილად ეპყრობა," - ამბობს აფერი.

ყველა ბავშვის ერთ სახლში მოთავსება, მათი რაოდენობის გამო, ვერ მოხერხდა. ორი უმცროსი ბავშვის მოვლას კი განსაკუთრებით დიდი ყურადღება სჭირდება.

CNN-ის წყარო ამბობს, რომ ბავშვებს განათლება არ აქვთ. 17 წლის გოგონას, რომელმაც სახლიდან გაქცევა და და-ძმების გადარჩენა მოახერხა, პირველკლასელის განათლება აქვს.

ლუიზ და დევიდ ტურპინებს შვილები სახლში ჰყავდათ გამოკეტილი, ისინი ჯაჭვებით იყვნენ დაბმული, არ ჰქონდათ საკვები და ბანაობის საშუალება. საბოლოოდ, 17 წლის გოგონამ შეძლო სახლიდან გაქცევა და სამაშველო სამსახურში დარეკვა. გოგონა გაქცევას 2 წლის მანძილზე გეგმავდა.

მშობლების დაკავების დროს 29 წლის გოგონა მხოლოდ 37 კგ-ს იწონიდა. ტურპინები იმდენად გამხდრები იყვნენ, რომ ასაკთან შედარებით ბევრად პატარა შეხედულება ჰქონდათ.

"ისინი ერთმანეთს მუდმივად ეკონტაქტებიან სკაიპის საშუალებით და ძალიან ბედნიერები არიან, რომ სხვა სახლში იმყოფებიან," - ამბობს CNN-ის წყარო.

ნახეთ ასევე : "ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს