"ბურთი წყალში გადაუვარდა და მის ამოსაღებად შევიდა" - შუახევში მდინარეში 7 წლის ბიჭს ეძებენ

"ბურთი წყალში გადაუვარდა და მის ამოსაღებად შევიდა" - შუახევში მდინარეში 7 წლის ბიჭს ეძებენ

შუახევში, სოფელ შუბანში 7 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც შუახევის მერმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად მდინარეში შევიდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე შუახევის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია