შსს-მ ლადო სადღობელაშვილი დააკავა

შსს-მ ლადო სადღობელაშვილი დააკავა

შსს-მ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა მარშმა" გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ 17 მარტს ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს