ავღანელი ქალი მისაღები გამოცდის დროს ბავშვს ძუძუს აჭმევს - ფოტო ვირუსულად ვრცელდება

ავღანელი ქალი მისაღები გამოცდის დროს ბავშვს ძუძუს აჭმევს - ფოტო ვირუსულად ვრცელდება

ქალი საკლასო ოთახში, იატაკზე ზის და ბავშვს აჭმევს, ამავე დროს კი საგამოცდო ტესტს წერს - ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ავღანეთში, დაიკუნდის პროვინციაშია გადაღებული.

CNN-ის ინფორმაციით, 25 წლის ჯაჰან ტააბი მისაღებ გამოცდას აბარებდა სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ამ დროს კი 2 თვის ბავშვმა ტირილი დაიწყო. უნივერსიტეტის ლექტორი იაჰია ერფანი, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, ამბობს, რომ ჯაჰანი იატაკზე მოთავსდა და იქ გააგრძელა ტესტის წერა, პარალელურად კი ბავშვს ძუძუს აჭმევდა.

სცენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ერფანმა მობილური ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადაიღო, შემდეგ კი "ფეისბუქზე" გააზიარა.

ტააბს სამი შვილი ჰყავს, უნივერსიტეტში მისასვლელად კი მისი მშობლიური სოფლიდან ქალაქ ნილიმდე 8 საათის მანძილზე იმგზავრა.

მან გამოცდაზე მაღალი ქულა მიიღო, თუმცა შიშობს, რომ სწავლის ღირებულების გადახდა გაუჭირდება. ტააბის ქმარი ფერმერია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ