რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან

რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში გაზაფხულის ბუნიაობის შესახებ წერს, რომელიც 20-21 მარტს აღინიშნება.

"გვიახლოვდება მეტად საინტერესო ასტრონომიული მოვლენები, სწორედ ერთ-ერთი მათგანი კი გაზაფხულის ბუნიობაა, მე კი შევეცდები ამ თემაზე შედარებით ვრცლად ვისაუბრო:

მზე, მთავარი სიცოცხლის წყარო, რომელიც მოქცეულია ზენიტში, უმაღლეს წერტილში, ჩრ.ტროპიკში, შესაბამისად ჩრდილოეთი ნახევარსფერო უფრო მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე სახმრეთი. ასეთი მდებარეობა წელიწადში გვაქვს ორჯერ შემოდგომით, 23 სექტემბერს და გაზაფხულზე, 21 მარტს. შემოდგომა-გაზაფხულის ბუნიობა, როგორც დღე-ღამური ტოლობების პერიოდი.

ჩვენ ვიცით, რომ ზამთარში ესენი იქნებიან ცხოველები, მცენარეები თუ სხვა - იწყებენ თავიანთი გზების მონახვას, ძირითადი თემა მაინც საზრუნავია, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ გაცრეცილ ხეებს, თოვლით დაფარულ მდელოებს, ქედებს თუ უბრალო გამვლელ გზებსა და ქუჩებს. დათვებიც კი გადადიან ძილის ფაზაში, თუმცა გაზაფხულის შემოსვლით ტონუსი მაღლდება.

გაზაფხული და სწორედ 20-21 მარტი - ითვლება ახალი სიცოცხლის წყაროდ, ახალი ათვლის წერტილად, ძველად ძველი ქართველები გაზაფხულის ბუნიობის დროსაც კი აღნიშნავდნენ ახალ წელს და არა მარტო ქართველები, კელტებიც, სხვადასხვა უცხო ტომები და სახელმწიფოებიც კი. ამ კონკრეტულ ვითარებაში მათი მსოფლმხედველობა მოქცეული იყო ერთ დიდ მთლიან ეგრეგორულ ველში, პრინციპში რთულია მათი აზრის უკუგდება, რადგან როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ და პატივს ვცემთ ახალს - მაშინ შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტებიც უნდა გაგვაჩნდეს, მათ კი მრავლად ჰქონდათ აღნიშნული. დღე-ღამის თანასწორობა, ახალი სიცოცხლე, ამინდების გამოკეთება, მცენარეებისა და ცხოველების, მთლიანად ბუნების გამოღვიძება... და რაც ყველაზე მთავარია, ასტროლოგიური კუთხითაც კი, მზე ასრულებდა თავის ერთ წლიან ციკლს, დაასრულებდა თევზების ზოდიაქოში მოძრაობას და გადავიდოდა ვერძის ნიშანში, სადაც დაიწყებოდა ახალი ათვლის წერტილი, ახალი ციკლი, ეს კი იყო მთავარი სასიხარულო მოვლენა იმ დროის მთავართათვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ 325 წლის - ნიკეის პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამოთვლაც გაზაფხულის ბუნიობის მიხედვით ხდება. მეტიც, ადრინდელ არა მარტო ქართულ, არამედ უცხო ქვეყნის სახელმწიფოებშიც კი ძალიან უხაროდათ მზის გადასვლა ვერძში, რადგან როგორც ბუნიობაა ახალი ძალის შემმატებელი და იმედი, სწორედ ასე იყო ქვეყნის იმედიც ახალი წლის დასაწყისი და დავამატებ იმასაც, რომ უფლისწულების ჩასახვას სამეფო კარის პირებიც კი ცდილობდნენ, რომ ვერძის ნიშანს დამთხვეოდა, რადგან იგი ყოფილიყო მათი ახალი იმედი და მომდევნო წარმატებისა და ქვეყნის, გვარის გამგრძელებელი. ადრე კარგად იცოდნენ მეფეებმა და მათმა მოახლეებმა სამეფო კარზე ფსიქოტიპის შესახებ, იცოდნენ ამ ნიშნის მამაცობის, გულადობისა და შეტევითი პოტენციალის ამბავი, უშიშრობისა და დიადი მეომარი სულის პატრონი ინდივიდების, რომლებიც ევლინებიან ქვეყანას. ამიტომ გაზაფხულის ბუნიობას და მის მომდევნო ერთ თვეს მეტად დიდ პატივს მიაგებდნენ ხოლმე.

კონკრეტულად, ძალიან კარგია თუ ამ დღეს ადამიანები შეხვდებიან ენერგეტიკულად გაწონასწორებულნი, ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა დაიწყოს ახალი ცხოვრება, სუფთა ფურცლიდან, დაისახეთ გეგმები, იდეები, ეცადეთ, რომ აივსოთ ენერგიით და მიიღეთ მეტი პოზიტივი, გაცემასაც ნუ დაზარდებით, თუმცა ისევ პოზიტივის, დადებითი ენერგეტიკის ველში თუ მოექცევით ეს უმჯობესი იქნება თქვენი შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის! სახლშიც კარგი იქნება თუ დაალაგებთ ინტერიერს, გაასუფთავებთ ყოველგვარი ჭუჭყისა და ნაგვისგან, მიიღეთ კონტრასტული შხაპი, დღეს შეხვდით მომზადბული, რათა ეს გახდეს თქვენი ბედნიერების მომტანი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს