ავარია გორთან - დაშავებულია საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის 5 ფეხბურთელი, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი

ავარია გორთან - დაშავებულია საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის 5 ფეხბურთელი, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის საფეხბურთო კლუბის "კოლხეთი 1913“ 5 ფეხბურთელი დაშავდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბის მედია-ოფიცერმა გია ეჯიბიამ განუცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელები თბილისიდან ფოთში დაქირავებული მანქანით ბრუნდებოდნენ, რათა ვარჯიშში მიეღოთ მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, გორთან ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

”შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ფეხბურთელები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორ ვიცი ისინი მძიმედ არ არიან დაშავებულები. ავარიის სხვა დეტალები არ ვიცი“, - აღნიშნა გია ეჯიბიამ.

გორთან ავტომობილი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია