გერმანიიდან საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევეს. ამჯერად უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.

საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, „სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს“.

„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს.

როგორც ცნობილია, გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ