ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის რა დეტალებზე საუბრობს მამუკა გამყრელიძე - "ვიცი, რომ რაღაც დავა იყო"

ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის რა დეტალებზე საუბრობს მამუკა გამყრელიძე - "ვიცი, რომ რაღაც დავა იყო"

ეს ადამიანი მიზანდასახულად მოვიდა ნუგზარ კახიძის მოსაკლავად, - ამის შესახებ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული ნუგზარ კახიძის ოჯახის ახლობელმა მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ეს ადამიანი არ მოსულა რაღაცის მოსაპარად, წასაღებად ან ვინმეს შესაშინებლად. ეს ადამიანი მიზანდასახულად მოვიდა ნუგზარ კახიძის მოსაკლავად, ესროლა მას 7-ჯერ და წავიდა“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი კახიძის ბიზნესსაქმიანობას, მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის არ იყო გარდაცვლილის ბიზნესსაქმიანობაში ჩახედული თუმცა, იცის, რომ რაღაც დავა იყო.

„არ ვიყავი ნუგზარ კახიძის ბიზნესსაქმიანობაში ღრმად ჩახედული. ყოფითი თვალსაზრისით ნუგზარი იყო აბსოლუტურად მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან კეთილმოსურნე ადამიანი. ვიცი, რომ რაღაც დავა იყო“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გუშინ, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ