მელანიას ქმართან ერთად თეთრ სახლში ცხოვრება სძულს

მელანიას ქმართან ერთად თეთრ სახლში ცხოვრება სძულს

მელანია ტრამპი თეთრ სახლში მუდმივად დაძაბული ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა. People-ის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს პირველი ლედის ცხოვრება სწორედ ისეთი გახდა, როგორიც არასოდეს სურდა, ჰქონოდა - „ისინი კარდაშიანებს დაემსგავსნენ, სკანდალებით, განქორწინებებით...“

სიმშვიდე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს პირველმა წყვილმა ვერ მოიპოვა, ამჟამად კი პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი მათი ურთიერთობის მთავარი გამოწვევაა.

თუმცა, აღსანიშნავია ოჯახის სხვა სკანდალიც - რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის უფროსი შვილი, დონალდ ტრამპ ჯუნიორი ცოლს გაშორდა, მათი ამბავი გამოცემების გარეკანზე მოხვდა - როგორც ირკვევა, ტრამპ უმცროსს რომანი ჰქონდა კონკურსის Celebrity Apprentice მონაწილესთან ობრი ოდეისთან.

შექმნილი აურზაურის გამო მელანია ძალიან გადაიღალა და როგორც People წერს, ენატრება ცხოვრება, რომელიც მისი ქმრის პრეზიდენტად არჩევამდე ჰქონდა.

„მას შეეძლო ეცხოვრა ისე, როგორც სურდა, ოჯახისთვის ბევრად მეტი დრო ჰქონდა,“ - ამბობს გამოცემის წყარო.

დროის უმეტეს ნაწილს მელანია პალმ-ბიჩზე მდებარე ვილაში ატარებდა.

„ის დადიოდა საყიდლებზე, სპა-პროცედურებზე, ვახშმობდა ოჯახთან ერთად. მელანიას უყვარს რეჟიმი, ადრე დაწოლა, ადრე ადგომა, საკუთარი თავის მოვლა... ახლანდელი ცხოვრება კი მისთვის კომფორტული სრულებით არ არის,“ - წერს გამოცემა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე