რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს

რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გუშინ, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. როგორც შემთხვევის ადგილზე მეზობლები ამბობენ, ბიზნესმენს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7 ტყვია ესროლა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

ნუგზარ კახიძე ვარკეთილის ბაზრობის მეწილე იყო. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „ვარკეთილი-96“-ის 15%-იან წილს ფლობდა. ვარკეთილის ბაზრობის გარდა, ნუგზარ კახიძე სხვა კომპანიებშიც ფლობდა წილებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიზნესმენი შპს „ლასთინგის“ 90%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო. ასევე იყო შპს "ბიფორის" დირექტორი და საწარმოს 90%-იანი წილიც მის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ნუგზარ კახიძე რეესტრში შპს „არწივი 08-ს“ დირექტორად და 60%-იანი წილის მფლობელადაც იყო რეგისტრირებული.

მოკლულ ბიზნესმენს შპს „ვარკეთილი-96“-ის დირექტორთან და პარტნიორებთან წლების წინ დავა ჰქონდა და თავის მხრივ, პარტნიორები მას მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისებას ედავებოდნენ.

რაც შეეხება გახმაურებული დავის მცირე დეტალებს, სამოქალაქო დავა, შპს „ვარკეთილი 96“-ის დირექციასა და მცირე აქციონერებს შორის 2009 წელს დაიწყო. შპს-ს ოთხ მეწილეს ზანდა მსხვილაძეს, იათამზე ქავთარაძეს, ნესტან თოდუასა და ნუგზარ კახიძეს, რომელთა საერთო წილი 35%-ს შეადგენდა, პრეტენზიები შპს-ს ყოფილ დირექტორებთან გურამ ქაცანაშვილთან, პაატა ნუცუბიძესთან და მაშინდელ დირექტორ ოთარ პირველთან ჰქონდათ. მცირე მეწილეებს ჰქონდათ ეჭვები, რომ დირექტორები თანხებს უმალავდნენ როგორც ბიუჯეტს, ასევე დამფუძნებლებს და უმცირესობაში მყოფ დივიდენდებს არაფერს უხდიდნენ, არც გადაწყვეტილების პროცესში რთავდნენ.

როგორც მაშინ მცირე მეწილეები ირწმუნებოდნენ, დირექტორები მათთვის ქონების წართმევაზე გადავიდნენ. მათი თქმით, დამფუძნებლებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ, კრება მოიწვიეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ აქციონერებს დივიდენდებს ვერ გადაუხდინენ, რადგან ყველაფრის მოგვარება მილიონი ლარი დაუჯდათ. ამასთან, მცირე მეწილეები გამოძიებას უუნარობას ედავებოდნენ. სამართლიანობის აღდგენის მიზნით პროკურატურაში შიმშილობა დაიწყეს, თუმცა იმავე დღეს შეწყვიტეს, რადგან მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა მოშიმშილეებს სთხოვეს, რომ მათთვის დრო მიეცათ.

ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ 2012 წელს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიდა, თუმცა ამჯერად სარჩელი ეკუთვნოდა „ვარკეთილი 96“-ის დირექტორსა და პარტნიორებს ოთარ პირველს, გურამ ქაცანაშვილს, პაატა ნუცუბიძეს და სოსლან გაბიანს. საჩივარი შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის, კერძოდ, თაღლითური გზით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე შევიდა.

მათი მტკიცებით, შპს „ვარკეთილი 96“-ის მთავარ საქმიანობას შეადგენდა ფართის/ების გაქირავება საცალო და საბითუმო მოვაჭრეებზე. დაფუძნებიდან - 2000 წლამდე, როგორც კომპანიის საქმიანობა, ისე მის პარტნიორებს შორის ურთიერთობა სტაბილურად მიმდინარეობდა და ვითარდებოდა.

„ნუგზარ კახიძე 2000 წლიდან ბაზრობის 15%-იანი წილის მფლობელ პარტნიორად დარეგისტრირდა. კომპანიაში გამოჩენის დღიდან, ნუგზარ კახიძე მასთან დაკავშირებული, საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების მეშვეობით, ცდილობდა მთლიანად გაეკონტროლებინა ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. მისი უშუალო მცდელობების შედეგად, კომპანიაში დასაქმდნენ მისი ძმები, დავით და გია კახიძეები. იმის გათვალისწინებით, რომ ნუგზარ კახიძის და მასთან დაკავშირებული პირების ქმედებების შედეგად უკიდურესად დაიძაბა პარტნიორებს შორის ურთიერთობა, რაც ფაქტიურად აფერხებდა კომპანიის შემდგომ საქმიანობას, პარტნიორების მიერ მიღწეული იქნა ზეპირი შეთანხმება შპს „ვარკეთილი 96“-ისს ნატურით გაყოფის შესახებ“, - აღნიშნული იყო საჩივარში. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო