ირაკლი შოთაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით, "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა"

ირაკლი შოთაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით, "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა"

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით, "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა".

როგორც მან აღნიშნა, ხელყუმბარაზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, როგორც შოთაძემ განმარტა, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ყველა საგამოძიებო მოქმედება იქნება ამოწურული.

"ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა. ჩატარდა ყველა სამართლებრივი და საექსპერტო პროცედურები, რაც ყველა მსგავს შემთხვევაში ტარდება ხოლმე. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ საგამოძიებო მოქმედებებს, დავასრულებთ გამოძიებას, მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ