ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „მკვლელს ხელთათმანები ეკეთა, ფეხზე ბახილები ეცვა და ორი იარაღიდან ისროდა, საიდანაც ერთი მაყუჩიანი იყო“.

არსებობს ვერსიაც, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი ქალის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, თუმცა ტყვიები დაუმთავრდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ნუგზარ კახიძეს მის ბიზნესთან დაკავშირებით „საქმიანი გარჩევაც“ ჰქონდა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში გუშინ მოკლეს, მას 7 ტყვია ესროლეს.

ბინაში მყოფი ქალის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ასევე, ჩვენება მისცეს კახიძის ბიზნესპარტნიორებმა.

იხილეთ ვიდეო: მკვლელი ორი იარაღიდან ესროდა: ახალი დეტალები ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობასთან დაკავშირებით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ