"შესაძლოა, რუსებს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვთ, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია"

"შესაძლოა, რუსებს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვთ, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია"

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვს, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია. მისი თქმით, სხვაგვარად რთულია დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინისადმი თბილი დამოკიდებულება ახსნა.

„ვაცხადებ, რომ შესაძლოა, რუსებს რაღაც აქვთ დონალდ ტრამპზე, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია. ტრამპმა ჩვენზე უკეთ იცის, აქვს თუ არა რუსებს მასზე რამე“, - განაცხადა ჯონ ბრენანმა MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის განცხადებით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა, როდესაც საქმე პუტინს ეხება.

„ჩემი აზრით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა თუ რატომ დაიჭირა მან ასეთი პოზიცია პუტინთან მიმართებაში. აქ კვლავ იმას ვუბრუნდებით, რომ შესაძლოა, რუსებს რამე ჰქონდეთ მასზე“, - დასძინა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე