აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - „გიდის პროფესია“ გამოუშვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - „გიდის პროფესია“ გამოუშვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "გიდის პროფესია" გამოუშვა. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გახსნა. თავმჯდომარემ სახელმძღვანელოს შექმნის მიზანზე, მნიშვნელობასა და გიდებისთვის პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს სახელმძღვანელო იქნება სამაგიდო წიგნი მოქმედი და დამწყები გიდებისთვის. გიდი არის ქვეყნის სახე და სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა სტუმრებთან, ამიტომ საჭიროა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ რეგიონში მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და მხოლოდ გასულ წელს 100-მდე გიდი გადავამზადეთ მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ვფიქრობ, მხოლოდ განათლების დონის ამაღლებით შეგვიძლია იმ გამოწვევებთან გამკვლავება, რაც ამ სფეროში გვაქვს. ბუნებრივია, ერთ წიგნზე არ ვაპირებთ გაჩერებას და წელსაც ვგეგმავთ მეორე ნაწილის დაბეჭდვას, რაც უშუალოდ ღვინის მიმართულებას დაეთმობა", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რეგიონში მოქმედი გიდები, ტურისტული სააგენტოების, პროფესიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა წიგნის შინაარსი გააცნო.

სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს "გიდის ხელოვნება" და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა, რომელიც უშუალოდ ღვინის ტურისტულ მიმართულებას დაეთმობა 2018 წელს იგეგმება. გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო შეხვედრის დასასრულს გიდებს საჩუქრად გადაეცათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი